პოლიტიკა
"ამაოებას არ ამოება" ჩაუნაცვლებელია

nika-rurua1კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ გაავრცელა განცხადება, რომ გორის ცენტრში ახალი ძეგლის დასადგმელად განმეორებითი ტენდერი არ გაიმართება.

"ეგ ამბავი არ მოხდება. ტენდერი უკვე ორჯერ ჩატარდა და საბოლოო გადაწყვეტილებაც მიღებულია", - განაცხადა რურუამ.

ტენდერში გამარჯვებულ ნამუშევარს - "ამაოებას არ ამოება" მხატვართა კავშირის წევრები იწუნებენ და გორის ცენტრში ახალი ძეგლის შესარჩევად განმეორებითი ტენდერის ჩატარებას ითხოვენ.