საზოგადოება
დედა–შვილი, უკვე 10 წელია, ნარკოლოგიური ცენტრის შენობაში, სარდაფივით ოთახში ცხოვრობენ, სადაც მზის სინათლე ვერ აღწევს, ნესტიანი ოთახის იატაკზე კი სოკოც ამოსულა. მიუხედავად იმისა, რომ ზამთარია, მათ არც გათბობა აქვთ.
როცა პრეზიდენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოში არც ერთი ოჯახი გათბობის გარეშე და გაჭირვებაში არ უნდა ცხოვრობდეს,სრული აბსურდია, რადგან ამ ოჯახის მსგავს დღეში ძალიან ბევრი ადამიანი იმყოფება და მათ ყურადღებას არავინ აქცევს.