საქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. 2018 წლის 16 ივლისს, ჰელსინკიში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ვრცელი ინტერვიუ მისცა ამერიკულ ტელეარხ Fox News-ს. კერძოდ, ჟურნალისტ კრის უოლესის შეკითხვაზე - ტარდება ნატოს ორი უმსხვილესი სწავლება Anaconda და Trident Juncture. თქვენ და პრეზიდენტმა ტრამპმა ამ სწავლებებზე იმსჯელეთ? მაგალითად, ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან ის ამბობდა, რომ სამხედრო თამაშებში მონაწილეობას შეწყვეტს. გითხრათ თუ არა თქვენ, რომ ნატოს ამ ორ სწავლებაში მონაწილეობას არ მიიღებს? - რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უპასუხა:
„არა, არ გვიმსჯელია, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, გვაშფოთებს. ახლა ხომ ნატოს ინფრასტრუქტურა ფართოვდება, ნატოს სამხედროების რაოდენობა იმ რაიონებში, სადაც ისინი არ უნდა იყვნენ, 10 ათასი ადამიანით არის გაზრდილი. ისინი იქ არ უნდა იყვნენ იმ ფუძემდებლური დოკუმენტის შესაბამისად, რომელიც რუსეთის ფედერაციასა და ნატოს შორის ურთიერთობას აწესრიგებს. ეს დესტაბილიზაციის გამომწვევი ფაქტორია. ჩვენს ურთიერთობებში ეს უნდა გავითვალისწინოთ. თუმცა, პრეზიდენტ ტრამპთან დღეს ამ თემაზე არ გვისაუბრია“.