პოლიტიკა
პუტინი: რუსეთი უკიდურესად უარყოფითად მოეკიდება საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებას

     საქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. 2018 წლის 16 ივლისს, ჰელსინკიში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ვრცელი ინტერვიუ მისცა ამერიკულ ტელეარხ Fox News-ს. კერძოდ, ჟურნალისტ კრის უოლესის შეკითხვაზე - თუ ნატო ან უკრაინას, ან საქართველოს თავის წევრად მიიღებს, რა რეაქცია გექნებათ? - რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უპასუხა:

„უარყოფითი. ნატოში სიტუაცია ამგვარად ვითარდება. მშვენივრად ვიცი, როგორ მუშაობს გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები. რა თქმა უნდა, იქ ყველაფერს კონსენსუსით იღებენ, მაგრამ კონსენსუსური გადაწყვეტილებების მიღებამდე ნატოს წევრებთან, ცალკეულ წევრებთან ხომ შეიძლება ორმხრივ საფუძველზე მუშაობა. რაც გაკეთდა კიდეც პოლონეთთან, რაც გაკეთდა კიდეც რუმინეთთანაც, სადაც ახლა აშშ-ის სტრატეგიული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ელემენტებია განლაგებული. ეს ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას პირდაპირ და უშუალოდ ემუქრება. ამიტომ ნატოს ინფრასტრუქტურის მოახლოება ჩვენს საზღვრებთან ჩვენთვის საფრთხეს წარმოადგენს და, რა თქმა უნდა, ამას უკიდურესად უარყოფითად მოვეკიდებით“.