პოლიტიკა
საქართველო, 17 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე გახდა. პარლამენტმა ის მთავარი პროკურორის თანამდებობაზე რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცა.
დეპუტატებს შალვა თადუმაძის ბიოგრაფია მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ნათია მიქელაძემ გააცნო, რის შემდეგაც კანონმდებლებმა კანდიდატურას ფარული წესით კენჭი უყარეს.
შალვა თადუმაძეს მხარი 101 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ ორი წავიდა. პარლამენტის გადაწყვეტილებით, მთავარ პროკურორად შალვა თადუმაძე ექვსი წლის ვადით დაინიშნა. ის ირაკლი შოთაძეს ჩაანაცვლებს, რომელმაც დაკავებული თანამდებობა ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე თვის წინ დატოვა.