სამართალი
38 წლის ლევან დავითაიას უცნობმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით სამი ჭრილობა მიაყენა.
დაშავებულს ჭრილობები ორივე ქვედა კიდურის არეში აქვს. დაშავებული მამაკაცი თბილისის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სათანადო დახმარება აღმოუჩინეს.
ექიმების განცხადებით, დაჭრილმა ბევრი სისხლი დაკარგა, რის გამოც მისი მდგომარეობა დამძიმდა. ლევან დავითაიას გუშინვე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.ამ დროისთვის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მომხდარ ფაქტზე გამოძიებას ძველი თბილისის რაიონული პროკურატურა აწარმოებს.