პუბლიკაციები
საქინფორმი: ტყიბულში ყველაზე დიდი შახტი, სადაც გამუდმებით იღუპებიან მეშახტეები, ხელშეუხებელ ძმებს ბეჟუაშვილებს ეკუთვნის, რომლებსაც მხოლოდ CIA-ს და პენტაგონის ყოფილ ხელმძღვანელობასთან წარსული კავშირები შველის

     საქართველო, 17 ივლისი, საქინფორმი. ტყიბულში მინდელის შახტი, სადაც გუშინ მორიგი ტრაგედია დატრიალდა, „საქნახშირს“ უკუთვნის, რომელიც ჰოლდინგ „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ ერთ-ერთი შვილობილი კომპანიაა.

ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ („ჯიაიჯი“) საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს ინდუსტრიულ ჯგუფს წარმოადგენს, რომლის ხელმძღვანელი პარტიანაციონალური მოძრაობისერთ-ერთი სახე დავით ბეჟუაშვილია.

დირექტორთა საბჭოს 7 წევრი ჰყავს. მათ შორის არიან: ყოფილი პარლამენტარი და პარტია „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი ლევან ვეფხვაძე, ზურაბ გელენიძე, ზურაბ გოზალიშვილი და ჯამბულ ჯაყელი, მაგრამ რეალურად ყველაფერი პარლამენტის ყველა მოწვევის დეპუტატის დავით ბეჟუაშვილი და მისი ძმის - პრეზიდენტ სააკაშვილის რეჟიმის თავდაცვის მინისტრის, საგარეო საქმეთა მინისტრის და სახელმწიფო დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის გელა ბეჟუაშვილი ხელშია.

საქნახშირის გარდა, ჰოლდინგი კიდევ რამდენიმე კომპანიას აერთიანებს, როგორიცაა ნეოგაზი“, „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“, „ტიფლის სითი, შპსევროპული სკოლა“, სსქართული ლუდის კომპანია, რესტორანიკიოტო“, შპსგლობალ ტრანსიდა შპსინდუსტრია კირი“, სადაც, სურვილის შემთხვევაში, უეჭველად ბევრი დარღვევის პოვნა შეიძლება.

მაშ, რატომ არიან დღემდე ხელშეუხებელნი სააკაშვილის პარტია „ნაცმოძრაობის“ „სახეები“ და სპონსორები, მისი ყველაზე მაღალი თანამდებობის ჩინოვნიკები, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ხალხი, რომელთა შახტში შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო მხოლოდ წელს 15 მეშახტე დაიღუპა?! რატომ არ მისცეს არავინ პასუხისგებაში მეშახტეთა დაღუპვის გამო აღძრულ საქმეებზე?! რატომ მფარველობდა მათ ცოტა ხნის წინ გადამდგარი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ შრომის უსაფრთხოების კოდექსის გამკაცრებას შეეწინააღმდეგა?! რატომ არ მოხვდნენ არცერთხელ სამართალდამცველი სტრუქტურების მხედველობის არეში ძმები, რომლებმაც ბევრი სტრატეგიული მიმართულების, მაგალითად, ზაფხულის პერიოდში - საქართველოდან სომხეთში, ხოლო ზამთარში სომხეთიდან საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდების მონოპოლიზაცია მოახდინეს?

ყველაფერი ძალიან მარტივია: გელა ბეჟუაშვილი - საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, მაშასადამე, პენტაგონთან მჭიდრო კონტაქტების მქონე, საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ანუ უშუალოდ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან მომუშავე, მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს დაქვემდებარებული დაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, მაშასადამე, ყოველდღიურად CIA-სგან დახმარების მიმღები - სრულიად საიდუმლო ღირებული ინფორმაციის მატარებელია, ამიტომ ხელშეუხებლობის იმუნიტეტი აქვს (აღარაფერს ვამბობ კომპრომატების იმ უზარმაზარ მოცულობაზე, რომელსაც ის ფლობს!). სახელმწიფო თანამდებობებიდან წასვლის შემდეგ ასეთი რანგის ჩინოვნიკებს, ჩვეულებრივ, ღირსეული „პენსიით“ - მომგებიანი ბიზნესით უზრუნველყოფენ, მაგრამ არა მარტო წარსული დამსახურებებისთვის ჯილდოდ, არამედ გამოცდილი და ნაცადი თანამშრომლების რეზერვში შენარჩუნების მიზნით.