სამართალი
მე-5 სამშობიაროში დედამ ახალშობილი დატოვა

samshobiaro_klinikaთბილისის მე-5 სამშობიაროში ახალშობილი გოგონა არასრულწლოვანმა დედამ დატოვა. მისი თანხმობით, ბავშვი თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში გადაიყვანეს.

ჩვილის დედა მიტოვების მიზეზად საცხოვრებელი ფართის არქონასა და არასრულწლოვნებას ასახელებს. როგორც მან სამშობიაროს თანამშრომლებს განუცხადა, პირობების გაუმჯობესებისთანავე შვილს დაიბრუნებს.

ჩვილის დედა 5 წლიდან კაჭრეთის ბავშვთა სახლში იზრდებოდა. ერთი წელია, რაც მან დაწესებულება მიატოვა და საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა. შვილი მას არარეგისტრირებული ქორწინების შედეგად გაუჩნდა.