პოლიტიკა
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტი შეიძლება გადაიხედოს - გიორგი ქობულია

     საქართველო, 16 ივლისი, საქინფორმი. ასეთი განცხადება გააკეთა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ქობულიამ პარლამენტში.

საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. მას ახორციელებს კომპანია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი", რომელიც ქართულმა კომპანია TBC Holding–მა და ამერიკულმა დეველოპერულმა კომპანია Conti International LLC-მა დააარსეს, რომელიც ახორციელებს პროექტებს ინფრასტრუქტურისა და კაპიტალური მშენებლობის სფეროებში. პორტის გენერალური გეგმა საერთაშორისო კომპანია Maritime & Transport Business Solutions–თან (MTBS) ერთად შემუშავდა.

ანაკლიის პროექტზე ბევრი ლაპარაკი იყო. ეს არის მთლიანობაში საქართველოს ლოჯისტიკური ჰაბის სტრატეგიის საკითხი. არ შეიძლება, ანაკლიის პორტი ცალკე იყოს. ჩვენთვის, როგორც მთავრობისთვის, მნიშვნელოვანია მთლიანად ქვეყნის სარგებელი. ანაკლიის პროექტი არის აბსოლუტურად განსახილველი პრიორიტეტი. აქ არის საუბარი ამ საკითხის კომპლექსურად შესწავლაზე და ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გადავხედოთ ამას კომპლექსურად“, – განაცხადა ქობულიამ, რომელმაც ასეთი ვითარება ტვირთბრუნვის საკითხის ცვლილებით ახსნა.

ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ავწიოთ ის კვლევები, რომელიც გაკეთებული იყო, შეიძლება განვაახლოთ და კიდევ ერთხელ შევხედოთ ამას ახალი თვალით“, – აღნიშნა ქობულიამ.

ამასთან, მინისტრობის კანდიდატმა განმარტა, რომ შეკითხვაზე, თუ როგორ იქცეს საქართველო ჰაბად და როგორ მოხდეს მისი როგორც კორიდორად გამოყენება, მას კონკრეტული პასუხი არ აქვს.

კომპანია TBC Holding–ის ხელმძღვანელის მამუკა ხაზარაძისა და ყოფილი ექსპრემიერის გიორგი კვირიკაშვილის კავშირი და ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებული პრეტენზიები ქართულმა მედიამ კვირიკაშვილის თანამდებობიდან გადადგომის მიზეზად დაასახელა. დადიოდა ხმები, რომ შესაძლოა, კვირიკაშვილი TBC Holding–ში დასაქმდეს, თუმცა, ხაზარაძემ აღნიშნული ინფორმაცია უარყო.

ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით პრეტენზიები რომ არსებობს, მმართველი გუნდის დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმმავერ აითვისა სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა და ასევე მიუთითა, რომ ბანკებს, მათ შორისთიბისი ბანკს, არაპროპორციული და არაპროფილური აქტივები აქვთ და ისინი კანონს არღვევენ.

ამასთან, უკვე აგვისტოში უნდა დაიწყოს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის საინჟინრო საზღვაო სამუშაოები. ანაკლიის პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. ამ ეტაპზე პრაქტიკულად დასრულებულია პირველი ფაზის სამუშაოები: აშენდა 2,5 კილომეტრი სიგრძის სამელიორაციო არხი, წყალსაქაჩი, 110 ჰექტარზე დასრულდა ნაყოფიერი ფენის მოხსნა, სამშენებლო არეალი გაიწმინდა ნარჩენებისგან და ნაგებობებისგან, ზღვის ფსკერიდან ამოღებული იქნა 550 ნაპირსამაგრი კონსტრუქციები.