აქტუალური
ხაზარაძე, შესაძლოა, ხაზარკოვსკი გახდეს?!

     საქართველო, 16 ივლისი, საქინფორმი. როგორც „ნიუსპოსტი“ წერს, საგამოძიებო ორგანოდან წყაროს მეშვეობით მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პირადად ბიძინა ივანიშვილის დავალებით „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ გენერალურ პროკურატურაში სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას გეგმავენ.

ყოფილ პრემიერთან დახლოებული პირი პირდაპირ ამბობს, რომ ივანიშვილი კვირიკაშვილ-ხაზარაძის შესაძლო ალიანსის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ გააღიზიანა და თქვა, რომხაზარაძე ხადარკოვსკის ბედს გაიზიარებს.” წყარო გვიყვება, რომ მთავარ პროკურატურას მიღებული აქვს დავალება, თიბისი ბანკის ბოლო 15 წლის საქმიანობა შეისწავლოს.

განსაკუთრებული ინტერესის საგანია ხაზარაძისა და თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის პერსონების მიმართ. არსებული ინფომაციით, საგამოძიებო უწყებაში უკვე დაიბარეს კონკრეტული პირები, ვისაც წლების განმავლობაში თიბისი ბანკიდან მსხვილი კრედიტები აქვთ აღებული, მათ შორის, ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე, რომელმაც, წყაროს ცნობით, ზეწოლის მიუხედავად, არ მისცა ხაზარაძის წინააღმდეგ ჩვენება, – წერს ნიუპოსტი.

საინფორმაციო სააგენტოს მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი მიზნად ისახავს „თიბისი ბანკისა“ და ანაკლიის პორტის მშენებლობის კონტრაქტის ხელში ჩაგდებას: ისიც ცნობილია, რომ კვირიკაშვილსა და ივანიშვილს შორის დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ანაკლიის პორტის მშნებლობის კონტრაქტი გახდა.”

ნეტგაზეთი საქართველოს მთავარი პროკურატურიდან ნიუპოსტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფის ან დადასტურების შესახებ ოფიციალურ პასუხს ელოდება.

ნიუპოსტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ გენერალურ პროკურატურაში სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას გეგმავენ, „თიბისი ბანკში“ კატეგორიულად უარყოფენ.

ერთადერთი, ძალიან მოკლე პასუხი გვაქვსმსგავსი არაფერი ხდება. აბსოლუტურად არავინ დაუბარებიათ პროკურატურაში, რადგან მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების ან თიბისი ბანკის საქმიანობის შესწავლის არანაირი საფუძველი არსებობს, – ამბობს „თიბისი ბანკის“ მედიაკომუნიკაციების მენეჯერი თამუნა კირვალიძე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ასევე უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია საქართველოში ყველაზე მსხვილი კომერციული „თიბისი ბანკის“ წინააღმდეგ გამოძიების დაწყების შესახებ. ეს მოარული ხმებია. „თიბისი ბანკისწინააღმდეგ არანაირი საგამოძიებო მოქმედებები არ მიმდინარეობს“, – განაცხადა გახარიამ პარლამენტში.