საქართველო, 16 ივლისი, საქინფორმი. დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დათქმულ დროს გაიმართება. ფინეთის საგარეო საქმეთა უწყებამ ჰელსინკის სამიტის ოფიციალური პროგრამა გამოაქვეყნა.
ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს 16 ივლისს პრეზიდენტის სასახლეში შეხვდებიან. მოლაპარაკებისთვის 3 საათი და 15 წუთია გამოყოფილი.
მოდერატორის როლს კი ფინეთის პრეზიდენტი საკუთარ თავზე აიღებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ დისკუსია უკვე ოფიციალურ სადილზე გაგრძელდება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრეზიდენტები ერთობლივ პრეს-კონფერენციას გამართავენ.
ჰელსინკის სამიტი ორი ქვეყნის პრეზიდენტის უმაღლესი დონის პირველი ოფიციალური შეხვედრა იქნება. აქამდე ისინი მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს. პირველი მოლაპარაკება მათ ვიეტნამში აზია-წყნარი ოკეანეს სამიტის ფარგლებში გამართეს.
rustavi2.ge