სამართალი
კახეთში ვერტმფრენი ავარიულად დაეშვა - არიან დაშავებულები

     საქართველო, 13 ივლისი, საქინფორმი. კახეთში, თელავის რაიონში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი გუშინ დილით ავარიულად დაეშვა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ვერტმფრენმა სოფელ ართანასთან, სასაზღვრო პოსტ ანდარაზართან" ავარიული დაშვება განახორციელა, რის შედეგადაც ვერტმფრენში მყოფი პირები დაშავდნენ. დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბორტზე სამი მფრინავი, 1 მესაზღვრე და 1 საპატრულო დეპარტმენტის წარმომადგენელი იმყოფებოდნენ. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ლაგოდეხის სამმართველოს სასაზღვრო ქვედანაყოფებში გეგმური როტაციის მიზნით მიფრინავდა.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიულად დაშვების ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია. შემთხვევას გენერალური ინსპექციაც შეისწავლის.