სამართალი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გუბერნატორების მუშაობის სრულყოფა სისტემის რეფორმირების გზით გადაწყვიტა

     საქართველო, 13 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობა რეგიონული მართვის სერიოზული რეფორმის ჩატარებას და გუბერნატორების ინსტიტუტის ეფექტიანობის ამაღლებას გეგმავს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძემ არაერთხელ აღნიშნა, რომ საჭიროა ჩინოვნიკების მუშაობის ეფექტიანობის გაზრდა. მისი პირველი ნაბიჯი მინისტრების რაოდენობის შემცირება გახდა, თუმცა კულუარებში ხმები გავრცელდა თვითმმართველობის რეფორმაზე.

ამ ინსტიტუტს (გუბერნატორების) სჭირდება გაძლიერება და ისეთი ფორმატის მიცემა, რომელიც მოსახლეობისთვის იქნება მისაღები. ჩვენ გვაქვს ისეთი ტიპის ბიუროკრატიული დონეები, რომელიც მოსახლეობას ვერ მოუტანს დამატებით სიკეთეს, დამატებით შეღავათს. ვფიქრობ, ეს ინსტიტუტი აუცილებელია, მას სჭირდება გაძლიერება", — განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერმა ილაპარაკა იმაზე, თუ როგორ წარმოუდგენია გუბერნატორების სისტემა მომავალში.

საჭიროა ისეთი მოქნილი სტრუქტურის შექმნა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ მოსახლეობისგან მივიღოთ ადგილზე არსებული პრობლემური საკითხები და ამავე დროს ვიმუშაოთ ამ საკითხების მაქსიმალურად ოპერატიულ რეჟიმში აღმოფხვრაზე", — განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამ სტრუქტურის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით მან, ასევე, არ გამორიცხა საკადრო ცვლილებები გუბერნატორებს შორის.

გუბერნატორები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან რეგიონებში. მათ თანამდებობაზე მთავრობა ნიშნავს და ისინი ანგარიშვალდებული სწორედ მთავრობის წინაშე არიან. სულ საქართველოში ცხრა გუბერნატორია.