აქტუალური
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნატოს სამიტზე, ნატო-საქართველო-უკრაინის ფორმატის სხდომის ფარგლებში მოკლე შეხვედრა გამართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან

     საქართველო, 13 ივლისი, საქინფორმი. შეხვედრის დროს საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ორმხრივი პარტნიორობის გაძლიერება აშშ-სთან. საქართველოს პრეზიდენტმა აქცენტი გააკეთა იმ ინიციატივებზე, რომლებიც დაიწყო მიმდინარე წლის მარტში, ვაშინგტონში მისი ვიზიტისას, რაც გულისხმობს ორმხრივი ურთიერთობების ინტენსიფიკაციას და გამოხატულია საქართველოს მხარდამჭერი აქტის ინიციატივაში.

გიორგი მარგველაშვილმა დონალდ ტრამპთან ისაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რომელთა გახსნაც შეიძლება ამ ურთიერთობების გაძლიერებისათვის. პრეზიდენტმა ილაპარაკა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აშშ-ის როლი საქართველოს ნატოში დაჩქარებული ინტეგრაციის გზაზე.

"კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქარველოს კონტრიბუცია საერთაშორისო მისიებში და საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა," - აღნიშნა პრეზიდენტის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძემ.