პოლიტიკა
ცვლილებები საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის დოკუმენტში

bokeriaდღეს, 15 თებერვალს, საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს გიგა ბოკერიას ელოდებიან, რომელიც უსაფრთხოების ახალ ხედვებსა და წინადადებებზე უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებს გააცნობს.

"ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია ცოცხალი დოკუმენტია, რომელიც ქვეყნის წინაშე მდგომი საფრთხეების შესაბამისად, მუდმივ გადახედვას, ცვლილებებს, ახალ ხედვებსა და მიდგომებს საჭიროებს", - განაცხადა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ.

მან აქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია არ არის ერთი კონკრეტული უწყების დოკუმენტი და მასში ცვლილებები პოლიტიკური სპექტრის ფართო მონაწილეობით უნდა შევიდეს".