აქტუალური
დონალდ ტრამპი საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე: შანსი გამოჩნდება, მაგრამ ახლა - არა!

     საქართველო, 13 ივლისი, საქინფორმი. შანსი გამოჩნდება, მაგრამ ახლა არა, – ასე უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირველი არხის ჟურნალისტის კითხვას, როდის გაწევრიანდება საქართველო ნატოში.

მანამდე დონალდ ტრამპს ბრიუსელში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე „პალიტრის“ ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა, შეეხებიან თუ არა საქართველოს საკითხს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე.

საქართველოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ აქ. ჩვენ მოვისმინეთ მათი მდგომარეობის შესახებ. მათ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს“, – აღნიშნა ტრამპმა.