საზოგადოება
საქართველოში ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

     საქართველო, 12 ივლისი, საქინფორმი. ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა: Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 78,07 (+0.96) დოლარი ბარელზე, ხოლო Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა — 73,85 (+0,05) დოლარი ბარელზე, იუწყება ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი.

საქართველოს იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის ვანო მთვრალაშვილის მიერ ივნისში გაკეთებული განცხადების თანახმად, ბოლო სამ თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის ფასმა საშუალოდ 10-15 თეთრით მოიმატა.

დღეისათვის ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე ბენზინისა და დიზელის სხვადასხვა მარკის საწვავის ფასები ასე გამოიყურება:

   ბენზინი სუპერი“ — 2,53-2,65 ლარი;
   რეგულარი“ — 2,29-2,45 ლარი;
   ევრო დიზელი“ — 2,39-2,58 ლარი;
   დიზელი — 2,38-2,44 ლარი.

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავი ყველაზე დიდი რაოდენობით შემოვიდა თურქმენეთიდან — 21,1 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 24,3%-ს შეადგენს.

შემდეგ მოდიან: რუმინეთი — 19,2 ათასი ტონა (22,1%); ბულგარეთი — 17,9 ათასი ტონა (20,6%); რუსეთი — 16,6 ათასი ტონა (19,1%), აზერბაიჯანი — 6,3 ათასი ტონა (7,2%), საბერძნეთი — 5,8 ათასი ტონა (6,7%).

წლის დასაწყისიდან ექვსი თვის განმავლობაში კი საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის მიხედვით ლიდერობს რუსეთი, საიდანაც 143,6 ათასი ტონა საწვავი შემოვიდა (მთელი იმპორტის 27,8%). შემდეგ მოდიან რუმინეთი, თურქმენეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი და საბერძნეთი.