პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრის რანგში პირველად ბრიუსელს ეწვევა

     საქართველო, 11 ივლისი, საქინფორმი. მამუკა ბახტაძის პირველი ვიზიტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში ბრიუსელში შედგება.

მთავრობის მეთაური ბელგიის დედაქალაქს 18-20 ივლისს ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოსა და ნატოს შტაბბინაში.