პოლიტიკა
საქართველო, 11 ივლისი, საქინფორმი. პირველი არხის ინფორმაციით, დღეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება, სადაც მთავრობის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით იმსჯელებენ.
არსებული ინფორმაციით, უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა ჩატარდება, სადაც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მთავრობის განახლებულ შემადგენლობას დაასახელებს. საქართველოს პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურას ხვალ, 12 ივლისს დაიწყებს და 14 ივლისს დაასრულებს.