აქტუალური
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორის მიხეილ ბატიაშვილის კანდიდატურა სახელდება

     საქართველო, 11 ივლისი, საქინფორმი. პირველი არხის ინფორმაციით, მმართველ გუნდში მიხეილ ბატიაშვილი მინისტრობის ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება.

პირველმა არხმა ბატიაშვილთან დაკავშირება სცადა, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. რაც შეეხება მინისტრის მოადგილეებს, პარლამენტში არსებული ინფორმაციით, მთავრობაში ერთ-ერთ ვერსიად განიხილება, რომ მინისტრის მოადგილეებად, დარგების შესაბამისად, მოქმედი მინისტრები მიხეილ გიორგაძე და მიხეილ ჩხენკელი დაინიშნებიან.

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მთავრობის განახლებულ შემადგენლობას, სავარაუდოდ, დღეს დაასახელებს, თუმცა მანამდე კონსულტაციებს საპარლამენტო უმრავლესობასთან გაივლის. წინასწარი ინფორმაციით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გარდა, ცვლილებები ეკონომიკური გუნდის მინისტრებსფინანსთა და ეკონომიკის სამინიტროების ხელმძღვანელებს შეეხებათ. საკანონმდებლო ორგანო კი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურას ხვალ, 12 ივლისს დაიწყებს და 14 ივლისს დაასრულებს.