უცხოეთი
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არ შეუძლია თქვას, ვლადიმერ პუტინი მეგობარია თუ მტერი

     საქართველო, 11 ივლისი, საქინფორმი. დონალდ ტრამპის განცხადებით, მას არ შეუძლია თქვას, ვლადიმერ პუტინი მეგობარია თუ მტერი. აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი მისი მეტოქე და კონკურენტია.
დონალდ ტრამპმა ჟურნალისტების შეკითხვებს თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, პუტინთან შეხვედრა შესაძლოა, უფრო მარტივი იყოს, ვიდრე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან მოლაპარაკებები.
თეთრი სახლის ლიდერი 16 ივლისს ფინეთის დედაქალაქში, რუსეთის პრეზიდენტთან გამართავს შეხვედრას.

1tv.ge