საზოგადოება
თბილისის საკრებულოში ერევნის უხუცესთა საბჭოს დელეგაციას უმასპინძლეს

     საქართველო. 10 ივლისი, საქინფორმი. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩია, საკრებულოსთან არსებული ეროვნული უმცირესობათა საბჭოს თავმჯდომარე რიტა ხიდირბეგიშვილი და საკრებულოს წევრები ერევნის უხუცესთა საბჭოს დელეგაციას შეხვდნენ. შეხვედრას სომხეთის ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი ესწრებოდა.

შეხვედრაზე სტუმრებს თბილისის მუნიციპალიტეტის სტრუქტურა და მუშაობის სპეციფიკა გააცნეს, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ერევნის უხუცესთა საბჭოს წევრებს დედაქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნეს. შეხვედრის დასასრულს გიორგი ტყემალაძემ სტუმრებს თბილისის საკრებულოს ისტორიული შენობა დაათვალიერებინა.

ერევნის უხუცესთა საბჭოს 11-კაციანი დელეგაცია თბილისში 4-დღიანი ვიზიტით იმყოფება და ვიზიტის ფარგლებში თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.

   















საქინფორმი