საზოგადოება
300-მდე ვეტერანმა მზადყოფნა გამოთქვა, სვანეთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთონ

     საქართველო. 10 ივლისი, საქინფორმი. „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური აცხადებს, რომ დასავლეთ საქართველოში მცხოვრებმა 300-მდე ვეტერანმა მზადყოფნა გამოთქვა, უწყების ორგანიზებით, მონაწილეობა მიიღოს სვანეთში, კერძოდ, ჭუბერში, მდინარე ნენსკრას ადიდების გამო გამოწვეული სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში.

ვეტერანები მზად არიან, ამ განსაცდელის დროს გვერდით დაუდგნენ ქვეყანას“, - ნათქვამია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადებაში.