პოლიტიკა
დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, აშშ-მა ყირიმი რუსეთის ნაწილად აღიაროს

   საქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს ამის შესახებ საპრეზიდენტო თვითმფრინავში განუცხადა, როდესაც ნიუ-ჯერსიში მიფრინავდა. შეკითხვაზე - შესაძლებელია თუ არა, რომ მან ყირიმის რუსეთთან მიერთება აღიაროს? - ტრამპმა უპასუხა: „ვნახოთ“. ამასთან, უკრაინის მიერ ყირიმის დაკარგვაში მან ისევ თავისი წინამორბედი ბარაკ ობამა დაადანაშაულა. „პრეზიდენტმა ობამამ ყირიმი დაკარგა, იმიტომ რომ პუტინი პრეზიდენტ ობამას პატივს არ სცემდა“, - განაცხადა ტრამპმა.

საქინფორმი შეგახსენებთ, რომ მანამდე, კანადაში სამიტზე G7-ის ქვეყნების ლიდერთა ვახშმის დროს ტრამპმა ყირიმს რუსული უწოდა და თავისი პოზიცია იმით ახსნა, რომ „ნახევარკუნძულის მცხოვრებნი რუსულად ლაპარაკობენ“.