აქტუალური
საქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მთავრობის განახლებულ შემადგენლობას 11 ივლისს დაასახელებს.
როგორც ჟურნალისტებს ჩუგოშვილმა განუცხადა, სამთავრობო ცვლილებებზე კონსულტაციები უმრავლესობასთან ჯერ არ გამართულა. მისი თქმით, მმართველ გუნდსა და პრემიერ-მინისტრს შორის კონსულტაციები რამდენიმე დღეში შედგება.
„ალბათ, პრემიერი შემადგენლობას ოთხშაბათს წარმოადგენს, შემდეგ დაიწყება ნდობის გამოცხადების პროცედურა”, – აღნიშნა პირველმა ვიცე-სპიკერმა.
პარლამენტის მიერ დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში 10 სამინისტრო და სახელმწიფო მინისტრის ერთი აპარატი იქნება.