სამართალი
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირადი შურისძიების მოტივით მომწამვლელი ნივთიერების გაჟონვის ფაქტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოსთან ერთად იკვლევს

     საქართველო, 9 ივლისი, საქინფორმი. რუსეთის მოქალაქემ თბილისის აეროპორტში მომწამვლელი ნივთიერება პირადი შურისძიების მოტივით გაუშვა, – ამის შესახებ პროკურორმა მაია სილაგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, რუსეთის მოქალაქე დაზარალებულს რამდენიმე წელია იცნობს და აცხადებს, რომ შურისძიების მცდელობა პირად მოტივს უკავშირდება.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2018 წლის 2 ივლისს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ გაასხურა ერთ-ერთ ოფისში მომწამვლელი ნივთიერება გაზი. მისი მიზანი იყო, დაზიანება მიეყენებინა ერთ-ერთი ნაცნობისთვის. ქალი როდესაც ოფისში შევიდა, აღმოაჩინა, რომ გარკვეული სითხე იყო დაღვრილი, რის შემდეგაც შესაბამისი სამსახურებმა დროული რეაგირება მოახდინეს. მიუხედავად ამისა, აეროპორტის თანამშრომლებს ჰქონდათ კონტაქტი ამ ნივთიერებასთან და მიიღეს დაზიანებები. დანიშნულია სამედიცინო სასამართლო ექსპერტიზა და განისაზღვრება ამ თანამშრომლების დაზიანების ხარისხი. უმეტესი ნაწილი დროულად გაწერეს საავადმყოფოებიდან. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაკავებულს ბრალად წარდგენილი აქვს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობა ისეთი საშუალებით, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. აღკვეთის ღონისძიების სახით მოვითხოვთ პატიმრობას ბრალდებულის მიმართ“, – განაცხადა მაია სილაგაძემ.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომწამვლელი ნივთიერების გაჟონვის ფაქტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოსთან ერთად იკვლევს. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა.

საქართველოში შვეიცარიის საელჩოში განთავსებული რუსეთის ინტერესების სექცია მუდმივ კონტაქტზე იმყოფება, პირველ რიგში, შვეიცარიის ელჩთან, რომელიც ჩვენს ინტერესებს წარმოადგენს და მეორე მხრივ, საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან, რომ დავადგინოთ 2 ივლისს თბილისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის ყველა დეტალი, – აღნიშნა კარასინმა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომწამვლელი ნივთიერების დაღვრის გამო, რამდენიმე ადამიანი მოიწამლა. ინციდენტთან დაკავშირებით რუსეთის მოქალაქეა დაკავებული.