უცხოეთი
ევროპელი აქტივისტები დონალდ ტრამპის ნატო-ს სამიტში მონაწილეობას აპროტესტებენ

     საქართველო, 9 ივლისი, საქინფორმი. ევროპელი აქტივისტები ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ნატო-ს სამიტში მონაწილეობას აპროტესტებენ.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი ბრიუსელში 11-12 ივლისს გაიმართება.

მარში სახელწოდებით „ტრამპის ჩამოსვლა არავის უხარია“ იმ ფონზე იმართება, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მსოფლიო ლიდერებისგან სამხედრო ხარჯების გაზრდას ითხოვს.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ გაიზარდოს არა სამხედრო ხარჯები, არამედ განათლების, ენერგეტიკისა და ჯანდაცვის სისტემების დაფინანსება.

1tv.ge