სამართალი
ტერაქტი თუ პროვოკაცია? - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა თბილისის აეროპორტში მავნე ნივთიერების შემცველი სითხის დაქცევის გამო რუსეთის მოქალაქე დააკავა

     საქართველო, 6 ივლისი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დიმიტრი . ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დიმიტრი - 2018 წლის 2 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაფრენის დარბაზში მდებარე ერთ-ერთი ავიაკომპანიის სალაროს ოფისში ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერების შემცველი სითხე დააქცია“, – აცხადებენ სუს-ში.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი.

აეროპორტის ტერმინალის უფროსი გიორგი გოგლიძე აცხადებს, რომ აეროპორტში მომხდარი ინციდენტისას საავადმყოფოში ინტოქსიკაციის ნიშნებით აეროპორტის ოთხი თანამშრომელი გადაიყვანეს, მგზავრები არ დაშავებულან.

„2 ივლისს, დაახლოებით დილის ათ საათზე შეგვატყობინეს, რომაეროფლოტისოფისიდან გამოდიოდა უსიამოვნო სუნი, რაზეც გავაკეთეთ რეაგირება, გავუშვით ტექნიკური ჯგუფი, შემდგომ შევატყობინეთ შსს- თანამშრომლებს.

რამდენიმე ადამიანი გადაყვანილია სამკურნალო დაწესებულებებში ინტოქსიკაციის ნიშნებით. აბსოლუტურად არანაირი ინფორმაცია არ გაგვაჩნია, რა ნივთიერებამ გამოიწვია ინტოქსიკაცია. ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს მხოლოდ აეროპორტის ოთხი თანამშრომელი, მგზავრები არ დაშავებულან. აეროპორტის მუშაობაში ინციდენტის პერიოდში შეფერხება არ ყოფილა“, – განაცხადა გიორგი გოგლიძემ.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან „ევექსის“ კლინიკაში ინტოქსიკაციის ნიშნებით გადაყვანილი ყველა პაციენტი საავადმყოფოდან გაწერეს, – ამის შესახებ პირველ არხს „ევექსის“ პრესსამსახურში განუცხადეს.

კლინიკაში 2 ივლისს მოიყვანეს შვიდი ადამიანი, აქედან სამს აღენიშნებოდა ინტოქსიკაციის ნიშნებიღებინება, გონების დაბინდვა, თვალისა და პირის ლორწოს გაღიზიანება და გამონაყარი. დანარჩენები რადგან შემთხვევის ადგილის სიახლოვეს იმყოფებოდნენ, უბრალოდ, გამოსაკვლევად მოვიდნენ და არანაირი მოწამვლის ნიშნები არ ჰქონდათ. ყველა პაციენტი დღეს გაწერეს“, – აცხადებენ კლინიკაში.

რაც შეეხება ინგოროყვას კლინიკაში მიყვანილ ერთ პაციენტს, რომელსაც ასევე ინტოქსიკაციის ნიშნები ჰქონდა, ამ დრომდე კლინიკაში რჩება.