პოლიტიკა
12 ივლისს, ნატოს ბრიუსელის სამიტის ბოლო დღეს გენმდივანი სტოლტენბერგი საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებს მიიღებს

     საქართველო, 6 ივლისი, საქინფორმი. ბრიუსელის სამიტის დასკვნით დღეს ჩრდილოატლანტიკური საბჭო სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურების დონეზე საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებს შეხვდება.

სამმხრივ შეხვედრაზე პირველი მისასალმებელი სიტყვით ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გამოვა. გენერალური მდივნის შემდეგ მედიისთვის შეხვედრა დაიხურება. შეხვედრაზე განხილულ თემებსა და შედეგებზე ინფორმაციას ნატოს გენერალური მდივანი ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე მიაწვდის.

12 ივლისს ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან შეხვედრამდე გაიმართება საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან. დაგეგმილია იენს სტოლტენბერგისა და გიორგი მარგველაშვილის ერთობლივი განცხადებები.

საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ნატოს გენერალური მდივანი უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიიღებს. ნატოს სამიტი ბრიუსელში 11-12 ივლისს გაიმართება.