საზოგადოება
საქართველო, 6 ივლისი, საქინფორმი. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ელექტროენერგიის მიწოდებისთვის საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ პორტალი haqqin.az იუწყება.
ალიევმა საგანგებო თათბირი ქვეყნის ენერგოსისტემაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გამართა.
პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა თანამოქალაქეებსაც, რადგან ისინი, ალიევის თქმით, პანიკას არ აყვნენ.
აზერბაიჯანში, მინგეჩაურის ელექტროსადგურზე ავარიის შემდეგ ქვეყანაში ორი დღის განმავლობაში ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით შეფერხება იყო. ბაქოში ელექტროენერგია მეტროშიც გაითიშა, რის გამოც ხალხის ევაკუაცია გახდა საჭირო.
საქართველოდან აზერბაიჯანში ელექტროენერგიის ექსპორტი ამ დროისთვის დაახლოებით 97 მეგავატს შეადგენს.