საზოგადოება
25 წელი ტამიშის ბრძოლებიდან

     საქართველო, 5 ივლისი, საქინფორმი. 1993 წლის 2 ივლისს დაბა ტამიშთან, გორის, დუშეთის, ავაზ, ჩოლოყაშვილის“, შავნაბადას და 23-24- ბრიგადების ქვედანაყოფებთან ერთად, მოწინააღმდეგის ერთ-ერთი პირველი დარტყმა ზღვის მხრიდან შინაგანი ჯარების სამხედრო ნაწილმა 2054-მა მიიღო. პირველივე შეტაკების დროს, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში დაიღუპა ამ ნაწილის 19 მებრძოლი, მათ შორის, საგარეჯოს რაიონის სოფელ ბადიაურის მკვიდრნი კახა გიქორაშვილი და მამუკა ხატისაშვილი.

19
გმირის სახელზე სოფ. ბადიაურში მემორიალური კომპლექსია აგებული. მიმდინარე წლის 2 ივლისს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილემ ჯანდრი უბირიამ უწყების თანამშრომლებთან, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიისა და გამგეობის, არასამთავრობო ორგანიზაციამშვიდობისწარმომადგენლებთან, დაღუპულთა ახლობლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად.

მინაწერს მემორიალზე: დაიგვიანეს, აღარსად ჩანან - შვილის გამოჩენის იმედით 25 წელია, გაჰყურებს უგზო-უკვლოდ დაკარგული კახა გიქორაშვილის დედა, ქალბატონი ზინაიდა, და არასოდეს დაიღლება ამ მოლოდინით…