სამართალი
საქართველო, 4 ივლისი, საქინფორმი. მსოფლიოს 22 ქვეყანაში 2018 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში საერთო ჯამში 66 ჟურნალისტი მოკლეს. მონაცემებს არასამთავრობი ორგანიზაცია Press Emblem Campaign ავრცელებს.
ამ წლის მაჩვენებელი სამჯერ აღემატება შარშან ამ დროს ჩატარებული კვლევის შედეგებს.
ანგარიშში წერია, რომ ამ 6 თვის განმავლობაში ავღანეთში 11 ჟურნალისტი მოკლეს, მექსიკაში - რვა, სირიაში - შვიდი, ამერიკის შეერთებულ შტატებში - ექვსი, იემენში კი - ხუთი.
ჟურნალისტების მკვლელობის ფაქტები მოხდა ინდოეთში, პაკისტანში, ღაზის სექტორში, ბანგლადეშსა და კოლუმბიაში.