სამართალი
ჩვენი მხრიდან შექმნილია ყველა პირობა იმისთვის რომ ბატონმა ზაზა სარალიძემ პროტესტი გამოხატოს სამინისტროს ეზოში მშვიდობიანი ფორმით - ნათია მეზვრიშვილი

       საქართველო, 4 ივლისი, საქინფორმი. პარლამენტში ნათია მეზვრიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში ზაზა სარალიძის ყოფნასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

რაც შეეხება ბატონ ზაზა სარალიძეს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში გამოხატავს პროტესტს მშვიდობიანი ფორმით, აღნიშული არის მისი გადაწყვეტილება. როგორც მოგეხსენებათ, ის საკუთარი ინიციატივით იმყოფება შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში, მას შემდეგ რაც მისივე სურვილით შეხვდა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს, მან აღარ დატოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა. ჩვენი მხრიდან შექმნილია ყველა პირობა იმისთვის რომ ბატონმა ზაზა სარალიძემ პროტესტი გამოხატოს სამინისტროს ეზოში მშვიდობიანი ფორმით. ჩვენ დავიცავთ როგორც მის ჯანმრთელობას, ასევე მის უსაფრთხოებას. სამწუხაროდ, მან არ ისურვა დეტალებზე საუბარი, ჩვენ კონტაქტი გვაქვს ბატონ ზაზა სარალიძესთან და მას პერიოდულად ვაწვდით მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაციას, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.