საქართველო, 3 ივლისი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1938 წელს დაბადებული რ.თ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში თავის დას - 1936 წელს დაბადებულ კ.თ-ს ჩაქუჩით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც კ.თ. ადგილზე გარდაიცვალა. ასევე დადგინდა, რომ რ.თ-მ გარდაცვლილი დის ცხედარი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ახლოს, ეზოში დამარხა, ხოლო ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალის დაფარვის მიზნით პოლიციაში განცხადება შეიტანა, თითქოს მასთან ერთად მცხოვრები კ.თ. რამდენიმე დღეა, უგზო-უკვლოდ არის დაკარგული.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რ.თ. საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს, ხოლო გარდაცვლილი ქალბატონის ცხედარს ბრალდებულის ეზოში მიაკვლიეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.