აქტუალური
პრემიერ-მინისტრის აპარატს გიორგი ჭოლაძე უხელმძღვანელებს

     საქართველო, 3 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატს გიორგი ჭოლაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

აღნიშნული სტრუქტურა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ამ დრომდე არ არსებობდა და მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტრად დამტკიცების შემდეგ შეიქმნა.

პრემიერის აპარატს დაექვემდებარება პიარის, პროტოკოლისა და საგარეო ურთიერთობათა სამსახურები.

გიორგი ჭოლაძე მამუკა ბახტაძის ფინანსთა მინისტრობის პერიოდში სამინისტროს აპარატს ხელმძღვანელობდა.