აქტუალური
თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს ნაცოპოზიცია პარლამენტში იბარებს (ვიდეო)

     საქართველო, 3 ივლისი, საქინფორმი. საქმე ეხება პეტრე დევრიშაძის კომპანიებს, რომელმაც ბოლო 3 წლის განმავლობაში 4 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სახელმწიფო ტენდერი მოიგო. დევრიშაძე რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ ჯაშუშობის გამო იყო გასამართლებული (ვიდეო იხ. აქ).

ოფიციალურად რუსეთის ჯაშუში მილიონობით ლარს იღებს ძირგამომთხრელი საქმიანობის წარმართვისათვის, ამაზე დიდი საფრთხე სახელმწიფოებრიობას რა უნდა შეექმნას. ამიტომ მნიშვნელოვანია, საქართველოს პარლამენტში თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის რიგგარეშე სხდომა ჩაინიშნოს დღეს და ამავე დროს იმედს ვიტოვებ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მოიწვევს საქართველოს უშიშროების საბჭოს სხდომას“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

შესაძლოა, განსახილველი არის კიდეც ეს თემა, მაგრამ როგორც ვიცი, ტენდერი იყო ღია. არავითარ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებს ეს არ უკავშირდება და რომც უკავშირდებოდეს, თავად დევრიშაძის დანაშაულების ხარისხთან დაკავშირებით მე არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ მაქვს ინფორმაცია, თუ როგორ ასამართლებდნენ ადამიანს გარკვეული პერიოდის წინ“, - ამბობს უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი.