უცხოეთი
საქართველო, 3 ივლისი, საქინფორმი. რუსეთი პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის არმიის ზოგიერთ სამხედრო ნაწილს უკრაინული ქალაქების სახელები მიანიჭა. შესაბამისი მითითებები ოფიციალურ სამართლებრივ პორტალზე ქვეყნდება. მაგალითად, მე-6 სატანკო პოლკს ლვოვის გვარდიის სახელი მიენიჭა, 68-ე სატანკო პოლკს - ჟიტომირ-ნერლინის, 163-ე პოლკს - ნეჟინსკის გვარდიის.
როგორც რუსული მედია იუწყება, უკრაინული ქალაქების სახელები კონკრეტულ სამხედრო ნაწილებს იმის მიხედვით მიენიჭა, თუ რომელმა რომელი ქალაქი გაათავისუფლა მეორე მსოფლიო ომის დროს.
imedinews.ge