სამართალი
ონკოლოგიური საავადმყოფოს ყოფილმა ექთანმა პატიმრობაში თვითმკვლელობა სცადა

patimrონკოლოგიური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ყოფილმა ექთანმა, პატიმრობაში მყოფმა ხუროშვილმა თვითმკვლელობა სცადა.

როგორც საქინფორმისთვის ცნობილი გახდა, ხუროშვილმა საკანში თავდაპირველად ჯერ ვენები გადაიჭრა, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ კი - თავის ჩამოხრჩობა სცადა, თუმცა საპატიმრო დაწესებულების თანამშრომლებმა მისი გადარჩენა ამჯერადაც შეძლეს.

ცნობისთვის, ხუროშვილი შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით იანვარში დააკავეს.

ოფიციალური ინფორმაციით, ხუროშვილს პაციენტებისთვის განკუთვნილი ნარკოტიკული საშუალებები რეანიმაციის განყოფილებიდან უკანონოდ გაჰქონდა და შემდეგ რეალიზაციას უწევდა.