საზოგადოება
აშშ და ხუთი ევროპული სახელმწიფო, მათ შორის საქართველო, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო ცენტრის შექმნას გეგმავენ.

     საქართველო, 29 ივნისი, საქინფორმი. ეს განცხადება უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ ანდრ პარუბიმ ვაშინგტონში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. როგორც რადას თავმჯდომარე ამბობს, პოლ რაიანი ამ იდეით დაინტერესდა.

სპიკერი რაიანი ძალიან დაინტერესდა ამ იდეით. მისი რეალიზაცია უკვე ხდება უკრაინის, მოლდოვას, საქართველოს, ლიეტუვას და პოლონეთის პარლამენტთაშორის ასამბლეაზე. ჩვენ ამ იდეაზე ვმუშაობთ. თუმცა, გვინდა, უფრო ფართი მასშტაბები მოვიცვათ. პოლ რაიანთან შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ ჩავატარებთ უსაფრთხოების საკითხებზე ერთობლივ კონფერენციას. სამუშაო აპარატების დონეზე შევთანხმდით, სად უნდა ჩატარდეს ეს კონფერენცია, ჩვენს რეგიონში თუ ვაშინგტონში“, – განაცხადა პარუბიმ.

უკრაინის რადას სპიკერის თქმით, ცენტრის შექმნა ითვალისწინებს საპარლამენტო დონეზე ძალისხმევის გაერთიანებას, რაც აუცილებელია საერთო სტრატეგიის შემუშავებისთვის, რომელიც რუსეთიდან მომავალ ჰიბრიდულ საფრთხეებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად არის აუცილებელი. ლაპარაკია ეკონომიკურ, პოლიტიკურ, ენერგეტიკულ და უსაფრთხოების სფეროებში არსებულ გამოწვევებზე.

როგორც უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, კონფერენციაში საერთო ხედვების ჩამოყალიბება მოხდა, რის შემდეგაც შეიქმნება ცენტრი. მისივე თქმით, კონფერენცია, სავარაუდოდ, შემოდგომაზე გაიმართება.