აქტუალური
რუსები მასობრივად ყიდულობენ უძრავ ქონებას საქართველოში

     საქართველო, 29 ივნისი, საქინფორმი. 2012-2016 წლებში საქართველოში უძრავი ქონების შეძენის შესახებ გარიგებათა 53% რუსეთის მოქალაქეებზე მოდის. ამის შესახებ მიგრაციის საქმეთა სამთავრობო კომისიის ანგარიშშია ნათქვამი.

სულ 2012-2016 წლებში დაფიქსირებულია უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე უძრავი ქონების რეგისტრაციის 34 024 შემთხვევა. მათგან 53% რუსეთის მოქალაქეები არიან, 5% - უკრაინის, 5% - სომხეთის, 5% - აზერბაიჯანის, 4% - ისრაელის, 3% - აშშ-ის, 3% - საბერძნეთის, 2% - გერმანიის.