სამართალი
სამართალდამცავებმა სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები დააკავეს

patimშემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის განყოფილების უფროსი თემურ გოგოლაძე და 2 სოციალური აგენტი დააკავეს. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, სააგენტოს თანამშრომლები თანამდებობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით არიან დაკავებული. სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის საკოორდინაციო ცენტრის უფროსმა ლევან ახალაურმა და სააგენტოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ეკა ალავიძემ განაცხადეს, რომ თანამშრომლების დაკავების შესახებ მათ ამ დროისთვის ინფორმაცია არ აქვთ. თემურ გოგოლაძის და 2 სოციალური აგენტის დაკავების ფაქტი შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოში დაადასტურეს და განაცხადეს, რომ აღნიშნულ ფაქტზე დეპარტამენტის პრესსამსახური ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.