აქტუალური
ორგანიზაცია „სრულიად საქართველოს ეროვნული მოძრაობა 2017“-ის განცხადება

     საქართველო, 28 ივნისი, საქინფორმი. „ ჩვენ ქვემორე ხელისმომწერნი, ღირსეული მამულიშვილნი, განურჩევლად ეროვნებისა, პარტიულობისა, სარწმუნოებისა, ემიგრანტობისა, ვიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებას: 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარი დავუჭიროთ პრეზიდენტობის იმ კანდიდატს, რომელიც აღიარებს სრულიად საქართველოს ეროვნული მოძრაობა 2017“-ის ერის გადარჩენის პროგრამის სამ ძირითად პუნქტს და დაგვეხმარება მის შესრულებაში.

   1. ჩაიწეროს კონსტიტუციაში, რომ ყველა მთავრობამ პასუხი აგოს კანონის წინაშე, ხალხის მოტყუებისთვის, საარჩევნო დაპირებების ვერ ან არ შესრულებისთვის.

   2. „სრულიად საქართველოს ეროვნული მოძრაობა 2017“-მა კონტროლი გაუწიოს იმ ორგანიზაციებს რომლებიც სარგებლობენ ერის წიაღისეულით, ტექნოლოგიური პროცესების გარდა. ასევე განახორციელოს კონტროლი ქვეყანაში ეკოლოგიაზე.

   3. ის ორგანიზაციები, რომლებიც სარგებლობენ ერისა და ქვეყნის საკუთრებაში არსებული სიმდიდრით, (წიაღისეული) დაიბეგრონ მოგების გადასახადის 50%-ით მაინც, ნაცვლად არსებული 20%-ისა. ამით არც საკუთრების შესახებ კანონს დავარღვევთ, არც რევოლუცია დაგვჭირდება, სამართლიანობაც მეტ ნაკლებად აღსდგება და ბიუჯეტიც მნიშვნელოვნად გაიზრდება.

   გაზრდილი ბიუჯეტიდან მოვითხოვთ:

   1. მთავრობამ დაასაქმოს მოსახლეობა, თუ ვერ დაასაქმებს, გასცეს კომპენსაცია.

   2. სახელმწიფო პენსია გაიზარდოს 500 ლარამდე.

   3. სახელმწიფო პენსიის ასაკი 2020 წლიდან შემცირდეს 5 წლით.

   4. პენისონერებზე კრედიტი გაიცეს მინიმალური პროცენტით

   5. პენსიონერის გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახს ერთი წლით გაუგრძელდეს პენსიის მიღება, ეროვნული ტრადიციების შენარჩუნების მიზნით.

   6. მეანაბრეებს ან მათ მემკვიდრეებს ანაბარი დაუბრუნდეს 12 წლის განმავლობაში ეტაპობრივად, ხოლო ვისაც აქვს ბანკის ვალი ან ბინა დაკარგული იპოთეკით, ანაბარი დაუბრუნდეს უმოკლეს ვადაში.

   7. ახალშექმნილ ოჯახებისათვის გაიცეს გრძელვადიანი კრედიტები საცხოვრებელი ფართის შესაძენად, მთავრობამ უზრუნველყოს მათი დასაქმება.

   8. ომის ვეტერეანებს დანამატი გაუხდეს 100 ლარი.

   9. დევნილები უმოკლეს ვადაში დაკმაყოფილდნენ საცხოვრებელი ფართით.

   ეს პროგრამა მიზნათ ისახავს ერის გადარჩენის გზას და არა მთავრობის შეცვლას.

   ღირსეულ მამულიშვილთა შეთანხმება“-ზე ხელისმომწერი ვალდებულია 2018 წლის 22 სექტემბერს გამოცხადდეს თბილისში პარლამენტის წინ. ჩვენი წინაპარი სამშობლოსათვის, შვილების ნათელი მომავლისთვის, პიროვნული და ეროვნული ღირსებისათვის თავს სწირავდა, თავის გაწირვას არავინ გთხოვთ. ერთად დავდგეთ მშვიდობიანი გზით მიზნის მიღწევამდე.

   „ღირსეულ მამულიშვილთა შეთანხმება ძალაში შედის პირთა მიერ ხელმოწერის დღიდან. ჩვენ გვჯერა თქვენი, რომ გიყვართ სამშობლო, გაინტერესებთ შვილების ნათელი მომავალი, გესმით ემიგრანტების გულის ტკივილი, ფიქრობთ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, თუ შეკრებაზე ვერ მოხვალთ, გთხოვთ „ღირსეულ მამულიშვილთა შეთანხმება“-ზე ხელს ნუ მოაწერთ.

   ბრძოლა დავიწყეთ 2015 წლის აპრილიდან, როდესაც უწმინდესმა ილია მეორემ დაგვლოცა და წარმატებები მისურვა ერის გადარჩენის ბრძოლაში.

სრულიად საქართველოს ეროვნული მოძრაობა 2017“-ის თავმჯდომარე, ინჟინერ-ტექნოლოგი ელგუჯა ქოჩიაშვილი

საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე ბაღათერ არაბული.

დეკანოზი გიორგი რაზმაძე