აქტუალური
მარტში პური კიდევ გაძვირდება

bread3"საქართველოს მეხორბლეთა ასოციაცია" მარტში პურის გაძვირების მორიგ ტალღას პროგნოზირებს.

როგორც "მეხორბლეთა ასოციაციის" თავმჯდომარე დავით გალიგაშვილი აცხადებს, თებერვლის განმავლობაში ფქვილზე ფასი არ მოიმატებს.

"თებერვალში ერთი ტომარა ფქვილის ფასი, დაახლოებით, 2 ლარით გაიზარდა, ამიტომ მიმდინარე თვეში მისი კიდევ გაძვირება მოსალოდნელი არაა, თუმცა მარტიდან ფქვილის გაძვირების ახალი ტალღაა მოსალოდნელი, რაც, შესაბამისად, პურის ფასზეც აისახება", - აცხადებს გალიგაშვილი და აღნიშნავს, რომ ფქვილის გაძვირების ტენდენცია აპრილშიც გაგრძელდება.

ცნობისთვის, დღეს 50 კგ-იანი ფქვილის ფასი - 50-52 ლარის, პურის ფასი კი 65-80 თეთრის ფარგლებში მერყეობს.