სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თეთრიწყაროში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა

     საქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1956 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი .. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 25 ივნისს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ივანოვკაში მცხოვრები ბრალდებული სტუმრად იმყოფებოდა თანასოფლელთან, 1940 წელს დაბადებულ .-სთან, რომელთანაც ურთიერთშელაპარაკება მოუხდა. კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა .- მასპინძელს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ იგი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.