სამართალი
ზვიად კუპრავა და ზაზა სარალიძე პანკისის ხეობაში მალხაზ მაჩალიკაშვილთან ჩავიდნენ

     საქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი. პანკისის ხეობის სოფელ დუისში ზვიად კუპრავა და ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე იმყოფებიან.

სპეცოპერაციის დროს დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა სარალიძეს და კუპრავას ის ოთახი დაათვალიერებინა, სადაც მისი შვილი სპეცრაზმელმა დაჭრა.

ზვიად კუპრავას განცხადებით, შეხვედრაზე მოილაპარაკებენ, თუ როგორ და რა ფორმით გაგრძელდება საპროტესტო აქციები.

ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას არა მხოლოდ ზაზას და მალხაზის შვილების მიმართ სამართლიანობის აღდგენაზე, არამედ ყველა იმათი შვილებისთვისაც, ვინც ამ სისტემის მსხვერპლია. რაზე შევთანხმდებით, შემდეგ ვიტყვით“, - განაცხადა ზვიად კუპრავამ.