უცხოეთი
ესპანეთში ე.წ. სომხური მაფიის წინაღმდეგ სპეცოპერაციას ატარებენ

     საქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი. ესპანეთში ე.წ. სომხური მაფიის წინაღმდეგ მასშტაბურ სპეცოპერაციას ატარებენ. ამის შესახებ ინფორმაციას კატალონიის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ავრცელებენ.

„ვატარებთ ოპერაცია ესპანეთის პოლიციასთან ერთად, რომელიც მიმართულია სომხური წარმოშობის კრიმინალური ჯგუფის წინააღმდეგ. ეს ჯგუფი დაკავშირებულია ნარკოტიკებით და იარაღით ვაჭრობასთან, ფულის გათეთრებასთან, თამბაქოს კონტრაბანდასთან და გარიგებულ სპორტულ მატჩებთან“, – აცხადებენ კატალონიის პოლიციაში.

პოლიციის ცნობით, ჩხრეკას ატარებენ ბარსელონაში, მადრიდში, ვალენსიაში, ლიკანტეში, ალბასეტეში და სხვა ქალაქებში. წინასწარი ცნობით გამოძიება 142 ადამიანი დაკავებას გეგმავს.

სამართალდამცავების ცნობით, საქმე ეხება ყველაზე მსხვილ სომხური კრიმინალურ დაჯგუფებას, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედებს. მათ შორის, საფრანგეთში, ბელგიაში, იტალიაში და ლიტვაში.
როგორც გამოცემა El Pais-ი წერს, ეს სპეცოპერაცია საბოლოო წერტილს დაუსვამს ასევე ქართველი და სომეხი კრიმინალების საქმიანობასაც, რომელთა დაჯგუფებასაც ერთი მხრივ ძმები შუშანაშვილები და მეორე მხრივ, სომეხი კრიმინალური ავტორიტეტი ერიკ ჯაგინიანი ხელმძღვანელობდნენ.

აღნიშნული, ჯგუფების წევრთა გამოსავლენად გამოძიება 2016 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც კატალონიის ქალაქ ტერასაში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი გელა გალიშვილი მოკლეს.

1tv.ge