საქართველო, 26 ივნისი, საქინფორმი. "ქართული ოცნება" საპრეზიდენტო კანდიდატს ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში დაასახელებს. საბოლოო კონსულტაციები საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით მმართველ პარტიაში სამთავრობო სტრუქტურული ცვლილებების და მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ დაიწყება.
"პირველი რადიოს" ინფორმაციით, პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატად მმართველი პარტია შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს დავით ბაქრაძეს განიხილავს. არსებული ინფორმაციით, შესაძლოა, ბაქრაძე ბახტაძის განახლებულ მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრიც იყოს, თუმცა ოფიციალურად ამას ჯერჯერობით არავინ ადასტურებს.
გაზეთ "რეზონანსის" ინფორმაციით კი პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატად მმართველ პარტიაში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წარმომადგენელი, გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი და უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ლადო ჭანტურია განიხილება