საზოგადოება
გაზაფხულზე აუცილებლად მოგვიწევს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება - ჭიჭინაძე

     საქართველო, 26 ივნისი, საქინფორმი. გაზაფხულზე აუცილებლად მოგვიწევს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ გააკეთა.

ჭიჭინაძემ მთავრობის განახლებულ შემადგენლობასა და სტრუქტურულ ცვლილებებზე ილაპარაკა. დეპუტატის თქმით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გარდაუვალია, თუ მთავრობა საზოგადოების ინტერესებ არ გაითვალისწინებს.

დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაზაფხულზე შეიძლება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს.

დეპუტატი მმართველ გუნდში სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ახალ მთავრობაში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აღარ უნდა იყოს.