აქტუალური
11 სამინისტრო და ახალი სახეები: მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებს პრემიერ-მინისტრი დღეს მთავრობის სხდომაზე წარადგენს

     საქართველო, 26 ივნისი, საქინფორმი. "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ბოლო კონსულტაციების შემდეგ პირველად ალაპარაკდნენ ბახტაძის გუნდის ახალ შემადგენლობაზე. კონკრეტულ გადაწყვეტილებებამდე მივედით და ეს გადაწყვეტილებები აისახება იმ საკანონმდებლო ინიციატივებში, რაც მომდევნო კვირაში იქნება წარმოდგენილი. ამ ცვლილებების შემდეგ პრემიერი დაასახელებს მინისტრების კონკრეტულ კანდიდატებს. ერთადერთი, რაც მე შემიძლია დაგიდასტუროთ, განახლება ნამდვილად იქნება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რაც შეეხება სტრუქტურულ ცვლილებებს, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, რჩება 11 სამინისტრო - გაერთიანებული სამინისტროს სახით ჩამოყალიბდება განათლების, სპორტისა და კულტურის უწყებები; სასჯელაღსრულების სამინისტრო იუსტიციის სამინისტროსთან გაერთიანდება, დევნილთა სამინისტრო კი ჯანდაცვის უწყებას შეუერთდება.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ სამთავრობო გადაადგილებები ქვეყანაში არსებულ პრობლემებს ვერ მოაგვარებს.