სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთ-ერთ ღამის კლუბში მყოფი სტუმრის კუთვნილი მოტოციკლის ქურდობის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავა

      საქართველო, 26 ივნისი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისა და სხვისი ნივთის დაზიანებისთვის ნასამართლევი .. ქურდობის ფაქტზე დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 24 ივნისს ერთ-ერთ ღამის კლუბში ღონისძიებაზე მყოფი სტუმრის, .- კუთვნილი მოტოციკლი ამავე კლუბის მიმდებარე ტერიტორიიდან მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა.

სამართალდამცველებმა იგი მომხდარიდან რამდენიმე წუთში, ცხელ კვალზე დააკავეს, მოპარული მოტოციკლი კი ნივთმტკიცებად ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების დასრულებისთანავე სატრანსპორტო საშუალება კანონიერ მფლობელს დაუბრუნდება.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.